მოსალოდნელია თუ არა საკვები პროდუქტების გაძვირება?
BM.GE
04.08.22 08:24
• 183
2022 წლის ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები, ყავა, ჩაი და კაკაო, შაქარი და სხვა. მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელ კომპანია “საირმეში” აღნიშნავენ, რომ გასული წლის ივლისთან შედარებით წელს იმავე პერიოდში ფასების 20%-იანი ზრდა მოუწიათ, რაც ექსპორტის დირექტორის თქმით, ზოგიერთ პროდუქტზე ფასების სამჯერ ზრდას ნიშნავს. სხვა ბიზნესებიც ჩავწერეთ და რატომ მოუწიათ წლის განმავლობაში ფასების ერთხელ, ან რამდენჯერმე კორექტირება კომპანიებს.