Home
Category
TV Live Menu

"მოსამართლეთა კვალიფიკაცია, განსაკუთრებით ბიზნესდავების გადაწყვეტის ნაწილში უნდა ამაღლდეს"

5773aba73bbfa
BM.GE
29.06.16 15:04
891
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად სასამართლოსა და ბიზნესის ურთიერთობის საკითხები განიხილა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკურ ბლოკსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის ყალიბდება გამჭვირვალე პლატფორმა.

"ყველა შევთანხმდით, რომ ეს პლატფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო, მის ქვეშ შესაძლებელია შეიქმნას თემატური ჯგუფები, რომლებიც მოგვცემენ უკვე საშუალებას, რომ ჩვენ ერთმანეთს ხელი შევუწყოთ, მოვახდინოთ სწორი კომუნიკაცია ჩვენს მოსახლეობასთან, მოვახდინოთ სწორი კომუნიკაცია ბიზნესთან, რათა სასამართლოს ჰქონდეს მაქსიმალური ნდობა დამიღებული გადაწყვეტილებები იყოს მაქსიმალურად სწორი“ - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ სასამართლოებში ამაღლდეს მოსამართლეთა კვალიფიკაცია, განსაკუთრებით ბიზნესდავების გადაწყვეტის ნაწილში.

"ყველა მხარემ დაადასტურა, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უნდა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ახალი რეფორმები.ვისაუბრეთ პირველი რიგის ამოცანებზე ჩვენი მხრიდანაც და სასამართლო ხელისუფლების მხრიდანაც. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასამართლოსთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლოეს მომავალში იყოს უზრუნველყოფილი“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ბიზნესსექტორთან აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივით. საუბარი იყო ორმხრივ პრობლემებზე, რომელიც აქვს ბიზნესს სამართალწარმოებისა და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ჩვენი მხრიდან საკითხი დავაყენეთ ხარისხიანი, დროული და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის სასამართლოში არსებულ პრობლემებთან მიმართებაში, რაც სასამართლოებში ჭარბი რაოდენობით შემოსულ საქმეებში, მოსამართლეთა სიმცირესა და ინფრასტრუქტურული პროექტების ნაკლებობაში გამოიხატება“ - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ.

მისი თქმით, შეხვედრა შედეგიანი იყო იმ მიმართულებითაც, რომ განისაზღვრა ბიზნესსექტორთან რეგულარული შეხვედრები დავის სახეების მიხედვით. „ძირითადად იყო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრობლემები დაყენებული. შევთანხმდით, რომ როგორც მოსამართლეთა სპეციალიზაციის, ასევე პროცესის მონაწილე მხარეთა ცოდნის გაუმჯობესების კუთხით იქნება მომდევნო,საინტერესოშეხვედრები ზოგად პრობლებურ საკითხებთან მიმართებაში. ჩვენი სურვილია სასამართლოებში მოსამართლეთა რაოდენობა იყოს ადეკვატური რაც სამართალწარმოების პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day