მოსახლეობის 92,7% ინტერნეტს ძირითადად სოციალური ქსელებისთვის იყენებს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
ივნისის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზეზებს შორის არის ახალი ამბების შესახებ ინფორმაციის მიღება, რასაც მოსახლეობის 64,7% აკეთებს. ელექტრონული წერილების მიღება-გაგზავნისთვის ინტერნეტს 58,5% იყენებს. ინტერნეტის მეშვეობით აუდიო-ვიდეო კავშირს კი მოსახლეობის 55,5% ახორციელებს.
ამასთან, ინტერნეტის გამოყენება სოციალური ქსელებისთვის სოფელში უფრო მაღალია, აქ მოსახლეობის 96,8%-სთვის ინტერნეტის გამოყენების ძირითადი მიზანი სოციალურ ქსელში შესვლაა, ქალაქში კი ეს მაჩვენებელი 91%-ია.
რაც შეეხება ასაკობრივ განაწილებას, ბოლო 3 თვის განმავლობაში ყველაზე ხშირად ინტერნეტით 15-29 წლამდე ასაკის ადამიანები სარგებლობდენ. ინტერნეტს ამ ასაკობრივი ჯგუფის 89,5% იყენებდა. შემდეგ მოდის 6-14 წლის ასაკობრივი ჯგუფი 74,6%-ით, ბოლო ადგილზე კი 15,1%-ით 60 წლის და უფოსი ადამიანები არიან.
საქსტატის მონაცემებით, სოფელში ინტერნეტს 43,4% იყენებს, ქალაქში კი 70,4%.