NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპოდენტების 41%-ის განცხადებით, პარტიების ეკონომიკური პოლიტიკა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. კითხვაზე, რომელი საკითხია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისას, გამოკითხულთა 14%-მა პარტიის პოზიცია ჯანდაცვის საკითხთან დაკავშირებით დაასახელა, 11%-მა პარტიის პოზიცია ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, 9%-მა პარტიის პოზიცია კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, 8%-მა პარტიის პოზიცია საგარეო საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო 6%-მა პარტიის პოზიცია განათლებასთან დაკავშირებით.
NDI-ის დაკვეთით კვლევა ივნისში CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.
საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით ჩატარდა, ჯამში 4113 ინტერვიუ ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/_ 2,1%-ია.