ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე, რომელიც საპარლამენტო და არასაპრალამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის კრიტიკის საგანია არაერთი შენიშვნა გამოითქვა, - თემის დეტალებზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური საუბრობს.
- ბატონო უჩა, თქვენი ასოციაცია ამ პროცესში ჩართული იყო, შენიშვნების ჩამონათავლიც გქონდათ, რომელიც კანონპროექტის ინიციატორებს წარეგდინათ, რა იქნა და რა არ იქნა გათვალისწინებული და დარჩა თუ არა მთავარი საკითხები კანონპროექტის მიღმა?
-სამწუხაროა, რომ შემუშავების პროცესში ბიზნეს სექტორი ჩართული არ იყო, რომელზეც ისევე, როგორც სხვა დაინტერესებულ პირებზე ეს კანონი დიდ გავლენას მოახდენს საბოლოო ჯამში მისი მიღების შემდგომ. ჩვენ პარლამენტთან ვმუშაობდით, რომელსაც ჩვენი შენიშვნები წარვუდგინეთ, ასევე ეკონომიკის სამინისტროს და მარეგულირებელ კომისიასაც მივაწოდეთ იგი. ჩვენი შენიშვნები, დაახლოებით ათ გვერზდე იყო წარმოდგენილი, მათი უმეტესობა გათვალისწინებულია, თუმცა სამი არსებითი საკვანძო საკითხი დარჩა. პირველი ეს არის სააგენტოს დისკრეცია რომ არ მოგვეთხოვოს ჩვენ, რომ მოვახდინოთ გარკვეული პირობების დაზღვევა და შესრულება იმ შემთხვევაში თუ ჩვენს მიმართ ინტერესი იქნება არასტაციონალური მოწყობილობების განსათავსებლად . მათ პირდაპირ აქვთ უფლება, რომ კონკრეტული ’’ინტერფეისის“ უზრუნველყოფა მოითხოვონ ჩვენი მხრიდან. მათ მაკონტროლებლის ფუნქცია აქვთ შეძენილი. დაჯარიმების ფუნქცია მარეგულირებელ კომისიას გადაეცა, თუმცა მიმართვის უფლებამოსილება მათ დარჩათ, რაც ასევე პრობლემაა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ აუდიტის ტერმინი შეიცვალა მოსმენების დროს, თუმცა მთავარი პრობლემა იგივე შინაარსია, მათ შემოსული ინფორმაციის ტექნიკური მზაობა უნდა შეამოწმონ. ჩვენ გვყავს მარეგულირებელი კომისია, რომელსაც ასევე აქვს ტექნიკური შემოწმების ფუნქცია, მათ შორის ფიქსირებულ ქსელშიც შეუძლიათ შეამოწმონ. ჩვენ ვთვლით, რომ უმჯობესი იქნება ეს კომისიამ განახორციელოს სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, რომ რამდენიმე უწყების ერთი და იგივე ფუნქციის შესრულება არ მოხდეს. ამ კუთხით დარჩა რამდენიმე შენიშვნა.
- ბიზნესგარემოს კუთხით რა შეიცვლება?
-მთავარი პრპობლემა არის ნდობა და ამაზე არა მხოლოდ ქართული მხარე საუბრობს, არამედ - მთელი მსოფლიო. როდესაც კანონმდებლობა მკაცრდება ინტერნეტის კონტროლის კუთხით მომხმარებელს ნაკლები ნდობა აქვს და შესაბამისად აზრებს ნაკლებად გამოხატავენ ინტერნეტში და საბოლოო ჯამში ეს ინტერნეტის გავრცელებასა და მისდამი ნდობას უშლის ხელს. ეს არის მთავარი პრობლემა, თუმცა ამ კონტექსტში ეს პრობლემა სამწუხაროდ, არავინ დაინახა. მეორე საკითხი ვალდებულებებია. ოპერატორები ვალდებულებები არიან, რომ მათი მომხმარებლების უფლებები უკანონო შექცევებისგან და მათი ქსელთან წვდომისგან დაიცვან.
- ბიზნესს რეალურად დანახარჯები გაეზრდება თუ არა და მათ ტექნიკური გადაიარაღებაც მოუწევთ მოთხოვნის საფუძველზე?
- იმ შემთხვევაში თუ ეს ვალდებულება ყველა ოპერატორს შეეხება, მათ შორის მცირე და საშუალოებსაც, ამ შემთხვევაში მათ ეს ხარჯები საიდანღაც უნდა ამოიღონ. იმ შემთხვევაში თუ მათ ეს ხარჯები პირდაპირ დაეკისრებათ, მიუწევთ დანახარჯების ცვლილება. თუმცა, კაპიტალურ დანახარჯებს ეს არსებითად შეეხება და შეცვლის. ეს, რა თქმა უნდა, ტარიფების გაძვირებასაც გამოიწვევს.
- ბაზარზე მყოფი მსხვილი ოპერატორები საუბრობენ, რომ მათი შენიშვნები გათვალისწინებული არ იქნა და აღნიშნავენ, რომ პროცესი არაჯანსაღად წარიმართა. მათ დამატებითი ინვესტიციების განხორციელების ვალდებულება ეკისრებათ...
- ჯეოსტაციონალური იდენტიფიცირების პროგრამები არამობილურ ოპერატორებს არ ეხება, თუმცა სხვა მიმართულებით პრობლემები იდენტურია და ეს მეტნაკლები მოცულობით ყველას შეეხება.
მსხილი ოპერატორების შემთხვევაში თუ ხარჯები დიდია, მათი კრედიტუნარიანობიდან გამომდინარე უარეს შემთხვევაში დაძლევადია. მცირეების შემთხვევაში კი მათ უბრალოდ ფიზიკურად ვერ ექნებათ იმის საშუალება, რომ ეს ვალდებულებები შეასრულონ.