Home
Category
TV Live Menu

"მოსწავლეების 11%-ს მარიხუანა ან ჰაშიში ერთხელ მაინც აქვს გასინჯული"

5a265403c45bb
სალომე მეცხვარიშვილი
05.12.17 12:35
1009
"მოსწავლეების 11%-ს მარიხუანა ან ჰაშიში ერთხელ მაინც აქვს გასინჯული",- ამის შესახებ ნათქვამია „ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების“ (RIA) დოკუმენტში, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტმა გუშინ განიხილა.

"2015 წლის საქართველოს მე-10 კლასელთა წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის გამოკვლევის მიხედვით, ქვეყნის 16 წლის მოსწავლე-ახალგაზრდებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული არალეგალური საშუალებებია მარიხუანა ან ჰაშიში (კანაფი). მოსწავლეების 11%-მა აღნიშნა, რომ მარიხუანა ან ჰაშიში სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს გასინჯული; 8%-მა აღნიშნა მოხმარება უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, ხოლო 4%-მა კი - უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში. გამოკითხულთა 2.35%-მა მარიხუანა ან ჰაშიში (კანაფი) 13 წლის ან უფრო უმცროს ასაკში გასინჯა. მარიხუანის ან ჰაშიშის (კანაფი) გარდა, ქართველ მოსწავლეთა შორის გავრცელებულია ტრანკვილიზატორებისა და სედატიური საშუალებების მოხმარება. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ შედარებით ნაკლები ქართველი არასრულწლოვანი მოიხმარს კანაფს, ვიდრე ევროპელი თანატოლები. მიუხედავად ამისა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ქართველი არასრულწლოვნების ბევრად დიდი რაოდენობა მოიხმარს სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებას ევროპელებთან შედარებით",- აღნიშნულია დოკუმენტში.

ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასება საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და საბიუჯეტო ოფისის აპარატის თანამშრომლების მიერ ჩატარდა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით.

Subscribe to our news

Get the main news of the day