Home
Category
TV Live Menu

მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გამო 3 კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

5912cce4021d5
BM.GE
10.05.17 12:00
535
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე, სამი სხვადასხვა შპს-ს ხელმძღვანელი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საკუთარი კომპანიების სახელით ჯამში განახორციელა 8 158 225 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რა დროსაც არ მოახდინა იმპორტირებულ პროდუქციაზე გაანგარიშებული გადასახდელების გადახდა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა 653 852,10 ლარის ზიანი.

ასევე, ბრალდებულმა ზემოთ აღნიშნული კომპანიების სახელით იმპორტირებული საქონლის საბაჟო ოპერაციების განხორციელებისას, საბაჟო გადასახდელების დასადასტურებლად, საგადასახადო ორგანოში წარადგინა 28 580 ლარის ყალბი საგადასახადო დავალებები.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე.

Subscribe to our news

Get the main news of the day