Home
Category
TV Live Menu

მოვაჭრეებმა მეტრო დელისთან საქმიანობა შეწყვიტეს

58e8d2ff47226
BM.GE
08.04.17 16:08
1065
დედაქალაქის მასშტაბით უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება გრძელდება. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ქალაქის სხვადასხვა რაიონის გარემოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ მათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მეტრო ,,დელისის'' მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა გარემოვაჭრეებმა საკუთარი ნებით შეწყვიტეს.
“თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა მეტრო ,,დელისის'' მიმდებარე ტერიტორია დილითვე დაასუფთავეს. აღნიშული ტერიტორია სპეციალური ხსნარით ღამის საათებში მოირეცხება.

Subscribe to our news

Get the main news of the day