Home
Category
TV Live Menu

MRG: სილქნეტს ჩვენთვის არ მოუმართავს, კომპანიის განცხადება გაუგებარი და მოულოდნელია

591aa7b2a64fc
ნინო კვინტრაძე
16.05.17 11:13
751
Media Rights Georgia კომპანია სილქნეტის განცხადებას, პაკეტის შესაძლო გაძვირებაზე მოულოდნელს უწოდებს. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ნაყეური "საქმის კურსთან" საუბრისას ამბობს, რომ მათი წერილობითი მიმართვის შემდეგ, სილქნეტი MGR-ს არ დაკავშირებია.

"მოულოდნელი იყო ჩვენთვის სილქნეტის ეს განცხადება. ჩვენ მივწერეთ წრილი, სადაც შევატყობინებთ, რომ რეტრანსლირების უფლებით 1 ივნისიდან ვსარგებლობთ ჩვენ. თუ ისინი დაინტერესებულები არიან ამ არხების რეტრანსლირებით უნდა მოგვამრთონ წერილობით.

სილქნეტი არც მოსულა, არც დაურეკავს, პირდაპირ, გააკეთა მაყურებლებისთვის ეს განცხადება, ჩვენთვის ეს ცოტა მოულოდნელი და გაუგებარი იყო", - ამბობს ნაყეური.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი 6 ტელეარხის რეტრანსლირების უფლება, შესაძლოა ერთ კომპანიას მიენიჭოს. Media Rights Georgia ახლადშექმნილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში დაახლოებით 2 კვირის წინ დარეგისტრირდა. MRG-მ უკვე მიმართა საკაბელო კომპანიებს წერილით, რომ 1 ივნისიდან ტელეარხების: იმედი, რუსთავი 2, მაესტრო, GDS, კომერდი არხი, მარაო, - რეტრანსლირების უფლება მათ შესაძლოა შეუჩერდეთ, თუ ნებართვის მისაღებად MRG-ს არ მიმართავენ.

MRG-სგან წერილი საქართველოში მოქმედმა თითქმის ყველა საკაბელო ოპერატორმა მიიღო. საკაბელოთა ასოციაციამ კი განცხადებით საქართველოს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართა. ასოციაციაში განმარტავენ, რომ 1 კომპანიის მიერ 6 არხის რეტრანსლირების ექსკლუზიური უფლება სააბონენტო გადასახადს გაზრდის, თავისუფალი კონკურენციის პირობებს კი შეზღუდავს. კომისიაში „საქმის კურსს“ განუცხადეს, რომ ასოციაციის განცხადების შესწავლა უკვე დაიწყო.

სილქნეტმა პაკეტის შესაძლო გაძვირებაზე მომხმარებელი უკვე გააფრთხილა.

Subscribe to our news

Get the main news of the day