Home
Category
TV Live Menu

"მშენებლობის ნებართვის გაცემა კიდევ რომ გავამარტივოთ, ურბანული ქაოსი გვექნება"

5984dcf2e5871
BM.GE
05.08.17 11:00
728
"მშენებლობის ნებართვის გაცემა კიდევ რომ გავამარტივოთ, ურბანული ქაოსი გვექნება“, - განაცხადა გადაცემაში "საქმის კურსი“ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. მისი განცხადებით, ერთი მხრივ, ბიზნესი ცდილობს, რაც შეიძლება მარტივი ადმინისტრაციული ხერხებით მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა და მეორე მხრივ, ბიზნესმენები წუხან რომ ან ცუდი იერსახის შეთანხმებას ქონდა ადგილი, ან ისეთ ადგილებში შენდებოდა საცხოვრებელი კორპუსები, სადაც ინტენსივობიდან გამომდინარე მშენებლობა მიზანშეუწონელი იყო. ნარმანიას თქმით, აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, მერიამ K2 კოეფიციენტის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო.

"ამ საკითხებზე როდესაც ბიზნესთან კომუნიკაცია გვქონდა, წელიწადნახევრის წინ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ვაკის რაიონში, საბურთალოზე, მთაწმინდაზე, კრწანისის, დიდუბის და ისნის ერთ ნაწილში განაშენიანების ინტენსიობის K2 კოეფიციენტი შევზღუდეთ. შესაბამისად, ამან გამოიწვია ის, რომ მშენებლობები ქალაქის სხვა ნაწილში გაიშალა. გენერალური გეგმის ჯგუფის მხრიდან რეკომენდაცია არის შემოთავაზებული, რომ აღნიშნული შეზღუდვა შენარჩუნდეს. გენერალური გეგმასთან ერთად, მისი იურიდიული ნაწილიც მომზადებულია. ოქროს შუალედი ის ოპტიმალური წერტილია, რომლისკენაც ყველა ქალაქის ხელისუფლება მიილტვის. ეს არა მხოლოდ ჩვენ დედაქალაქს ეხება, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრი ქალაქის პრობლემაა. როდესაც სხვადასხვა ქალაქების მერები ვხვდებით ერთმანეთს კონფერენციებსა და ფორუმებზე, ურბანიზაციის ინტენსივობა , რაც ზოგადად მსოფლიოს ახასიათებს, ბევრი ქალაქისთვის თავსატკივარია. ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებლები სწორედ იმას განაპირობებს, რომ ქალაქის მიმართ შემოტევები დიდია. ჩვენ რომ ნიშნული დაბლა დავწიოთ, ანუ მშენებლობის ნებართვის გაცემა კიდევ უფრო გავამარტივოთ, ურბანული ქაოსი გვექნება", - ამბობს ნარმანია.

Subscribe to our news

Get the main news of the day