Home
Category
TV Live Menu

მშრალ ხიდზე სავაჭრო სივრცეები მოწესრიგდება - მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯება

58cbc35b9f284
BM.GE
19.03.17 10:00
1104
მშრალ ხიდზე სავაჭრო სივრცეები მოწესრიგდება - მშრალი ხიდის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს. როგორც ფონდის ხელმძღვანელი ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას აცხადებს, პროექტზე მუშაობა დასრულებულია და ამ ეტაპზე დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. გიორგი ბაიდარაშვილის განცხადებით, სავაჭრო ზონების მოწესრიგებისთვის ხარჯებს სრულად ფონდი და თბილისის მერია გაიღებენ და მოვაჭრეებს დამატებით შეზღიდვები არ დაუწესდებათ.

„მშრალი ხიდი ტურისტული მიზიდულობის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია. გამოფენა-გაყიდვა ადგილზე დარჩება.
ჩვენ გვსურს უფრო მიმზიდველი გავხადოთ აღნიშნული ლოკაცია ტურისტებისთვის.

მოწესრიგებაში იგულისხმება, ინფრასტრქუტურის შეიქმნა-რედიზაინი მოვაჭრეებისთვის, მაგალითად გადახურვები და სავაჭრო სივრცეები, სათავსოები, რომლებიც ამჯერად სხვადასხვანაირი და არასტანდარტულია“, - აცხადებს ბაიდარაშვილი.

ამასთან მიმდინარე წელს, თბილისის განვითარების ფონდი ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის პროექტსაც იწყებს. პროექტზე 30 მილიონამდე დაიხარჯება და აღნიშნული თანხა მოხმარდება, როგორც შენობების კაპიტალურ რეაბილიტაციას, ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას და ავტოსადგომის გაკეთებას, ასევე კეთილმოწყობის სამუშაოებს. აღნიშნულ არეალში 300-მდე ოჯახი და 70-80-მდე ბიზნეს სუბიექტია მოქცეული.

ფოტო

Subscribe to our news

Get the main news of the day