Home
Category
TV Live Menu

მსოფლიო ბანკი: ბანკები არ არიან საუკეთესო საფინანსო ორგანიზაციები სტარტაპების დასაფინანსებლად

5915515d36da6
ნინო კვინტრაძე
12.05.17 10:07
706
მსოფლიო ბანკის საქართველოს სტარტაპების დასაფინანსებლად არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების განვითარებას ურჩევს. ბანკის მთავარი ეკონომისტი ცენტრალური აზიისა და ევროპის რეგიონში ჰანს ტიმერი „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ საქართველომ ვენჩურულ კაპიტალზე წვდომა უნდა გაზარდოს.

"ბანკები არ არიან ბუნებრივად საუკეთესო საფინანსო ორგანიზაციები სტარტაპებისთვის, განსაკუთრებით ახალ სექტორებში. თქვენ გჭირდებათ დამფინანსებელი, რომელსაც მეტი რისკის აღება შეუძლია, ვიდრე ბანკებს, - ესაა ვენჩურული კაპიტალი, მე ვიყავი ტექნოპარკში და ვნახე რომ ქართული სტარტაპები უცხოელებთან მუშაობენ, რაც ძალიან კარგია, ასევე საჭიროა ე.წ. ენჯელ ინვესტორები, საინფორმაციო და ტექნოლოგიურ სექტორში უნდა გაძლიერდეთ. განსხვავებული საფინანსო ორგანიზაციები ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების შესაძლებლობების გამოსაყენებლად, განსაკუთრებით საინფორმაციო და ტექნოლოგიურ სექტორში", - ამბობს ჰანს ტიმერი.

Subscribe to our news

Get the main news of the day