მსოფლიო ბანკი 2017 წელს ნავთობზე ფასების ზრდას ელოდება. საფინანსო ინსტიტუტის ცნობით, OPEC-ის შეთანხმება, რომელიც ნავთობის მოპოვების შეზღუდვას გულისხმობს, საწვავზე ფასებს გაზრდის.
მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ ბარელი ნავთობის ღირებულება $53-ის ნაცვლად $55 იქნება.
მოსალოდნელია, რომ ფასები ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა ნავთობი, ბუნებრივი აირი და ნახშირი, მთელი წლის განმავლობაში 25%-ით მოიმატებს, რაც მოსალოდნელზე მაღალი ზრდაა.
მომავალ წელს მსოფლიო ბანკი ფასების ზრდას მეტალებზე და მინერალებზეც ელოდება. ბანკის პროგნოზით, ფასები 4,1%-ით გაზირდება, რაც მოსალოდნელზე 0,5%-ით მეტია.
ფასების ზრდა მოსალოდნელია აგროსასურსათო პროდუქციაზეც. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ფასები მომავალ წელს 1,4%-ით გაიზრდება, რაც იმაზე ნაკლებია, რაც მოსალოდნელი იყო (1,5%).