Home
Category
TV Live Menu

მსოფლიო ბანკი: საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ რეფორმებზე, რომელიც ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს

58344fe7d9dff
ნინო კვინტრაძე
22.11.16 18:03
981
არჩევნების დასრულების პარალელურად მსოფლიოს ბანკი ხელისუფლებას სტრუქტურული პოლიტიკის გატარებას ურჩევს, პირველ რიგში კი ბანკი აქცენტს მომავალი წლის ბიუჯეტზე აკეთებს.

მსოფლიო ბანკმა გადახედა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. მიმდინარე წლისთვის ორგანიზაცია ქვეყანაში 3,4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, მომავალ წელს კი ეს ციფრი 5%-ზე ნაკლები იქნება. მთავარ გამოწვევებად სახელდება მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი, სიღარიბის მაჩვენებელი და უმუშევრობა.
უმუშევრობის შესამცირებლად მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი რეკომენდაცია განათლების სისტემაში რეფორმის გატარებაა, რომელიც სამუშაო ძალას მეტ უნარჩვევებბს შესძენს.
რას შეეხება საბიუჯეტო დეიფიციტის მოსალოდნელ ზრდას, ბანკს მომავალი წლის პროგნოზის არ გაუკეთებია, თუმცა დაგეგმილი საგადასახადო რეფორმის ფონზე მთავრობას ხარჯებისა და შემოსავლების დაბალანსებას ურჩევს.

„საქართველოში ცოტა ხნის წინ დასრულდა არჩევნები. ახლა კი დროა საქმეს დავუბრუნდეთ - პირველ რიგში საჭიროა მომავალი წლის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა, ფისკალური პოლიტიკა მდგრადი უნდა იყოს. საქართველომ ყურადღება უნდა მიაქციოს სტრუქტურულ პოლიტიკას და იმ რეფორმებს, რომელიც მის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.

ჩვენ გადავხედეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. მომავალი წლისთვის ზრდა 5%-ზე ნაკლები იქნება, ველით ეკონომიკურ ზრდის გაუმჯობესებას, რისი მიზეზიც არის გაუმჯობესებული საგარეო მდგომარეობა და ასევე რეფორმები, რომელსაც მთავრობა ატარებს. Doing Business-ის რეიტინგში საქართველომ საკმაოდ კარგი პოზიციები დაიკავა, ის გერმანიის გვერდით დგას. საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება რომ საგადასახადო რეფორმა გაატაროს, ვნახოთ როგორ შედეგებს აჩვენებს ეს, მნიშვნეოვანია ხარჯების და შემოსავლების დაბალანსება. ასევე მნიშვნელოვანია რომ ყველასთვის თანაბარი პირობები იყოს შექმნილი და ამას მოსახლეობას გრძნობდეს.

სტაბილური გაცვლითი კურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყანა საგარეო ურთიერთობებზე დიდად არის დამოკიდებული და საგარეო მდგომარეობა არის სუსტი და არაპრობგონზირებადი. ჩვენ ვამბობთ რიომ ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. ეს კი ნიშნავს რომ წინ იდგმება კარგი ნაბიჯები კურსის გაუფასურების შეჩერების მიმართულებით”, - განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ჟენევიევ ბუარომ.

Subscribe to our news

Get the main news of the day