Home
Category
TV Live Menu

მსოფლიო ბანკი: საქართველოს გამოწვევა სამუშაო ძალის უნარ-ჩვევებია, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნებს უნდა მიუახლოვდეს

5927ee14c798d
BM.GE
26.05.17 13:00
869
მსოფლიო ბანკი საქართველოში ერთ-ერთ გამოწვევად სამუშაო ძალის უნარ-ჩვევების შრომის ბაზართან შეუსაბამობას ასახელებს. ბანკის რეგიონალური დირექტორი, მერსი ტემბონი ამბობს, რომ გლობალურად ეკონომიკა იცვლება და ის მეტად ციფრული ხდება, სწორედ ამიტომ ქვეყანამ ისეთი კადრების გადამზადება უნდა უზრუნველყოს, ვისი უნარებიც თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევებს და მოთხოვნებს უპასუხებს.

"საქართველომ საკმაოდ კარგად გაართვა თავი მაკრო და ფისკლური რეფორმების გატარებას. თქვენი ქვეყნის წინაშე იყო არაერთი გამოწვევა რაც აისახა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც.

მაგრამ ჩვენ ვხედავთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და ვხედავთ, რომ რეფორმები რომელსაც ატარებთ შედეგის მომტანია.

საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ქვეყანაა რეფორმების გატრების კუთხით.

ეკონომიკა და გლობალური სიტუაცია იცვლება, ეკონომიკა მეტად ციფრული ხდება. ვხედავთ სამუშაო ძალის უნარების შეუსაბამობას იმ მოთხოვნებთან რაც შრომის ბაზარს დღეს აქვს. ასე რომ, ერთ-ერთი სექტორი სადაც რეფორმის გატარებაა საჭირო განათლების სისტემაა. შედეგად, საქართველო შეძლებს, რომ სამუშაო ძალის უნარები გახადოს შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ციფრული ეკონომიკის ფარგლებში", - ამბობს მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტემბონი.

Subscribe to our news

Get the main news of the day