Home
Category
TV Live Menu

მსოფლიო ბანკი TANAP-ის დაფინანსების შესაძლებლობებს განხილავს

57625d9772061
BM.GE
16.06.16 12:00
1008
მსოფლიო ბანკი ტრანსანატოლიური გაზსადენის მშენებლობის პროექტში აზერბაიჯანისთვის დაფინანსების შესაძლებლობას განიხილავს.

"თუ რა მოცულობის იქნება დაფინანსება, ამაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია, იმდენად რამდენადაც ახლა განხილვის პროცესი მიმდინარეობს. მაგრამ თუ ამ პროექტს დაამტკიცებენ TANAP-ს დაფინანსება გაიზრდება. შესაძლოა დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხაზით მოხდეს", - აცხადებს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი.

მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა კი სააგენტო Trend-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც მსოფლიო ბანკის მისია აზერბაიჯანში განიხილავს სწორედ გაზსადენის პროექტია.

"არსებობს მთელი რიგი სამუშაოები, რომელიც მისიამ უნდა შეასრულოს, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან ყველა ფრაგმენტი უნდა გაერთიანდეს და ბანკს გადაეგზავნოს. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, როდესაც მსოფლიო ბანკი პროექტზე მუშაობს, მის ღირებულებას აფასებს და ანგარიშს ხელმძღვანელობას წარუდგენს. ამჟამად ჯერ არანაირი დეტალი არ არის ცნობილი", - აცხადებს ტემბონი.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მსოფლიო ბანკი პროექტის TANAP დასაფინანსებლად 1 მილიარდ დოლარის გამოყოფას განიხილავს.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ 1.07 მილიარდი დოლარი ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) გამოყოს. სესხი გრძელვადიანი იქნება.

ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაგრძელება იქნება თურქეთის აღმოსავლეთ საზღვართან. TANAP-ი თურქეთის დასავლეთ საზღვართან ტრანსადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება. აქედან TAP-ი გადაკვეთს საბერძნეთს და იტალიის გაზის ტრანსპორტაციის ქსელს შეუერთდება.

შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 2 მილიარდის დოლარის ინვესტიცია საქართველოში განცორციელდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day