Home
Category
TV Live Menu

მსოფლიო ბანკი TANAP-ის პროექტის 800 მილიონი დოლარით დაფინანსებას განიხილავს

58314be3498cf
BM.GE
20.11.16 11:05
978
მსოფლიო ბანკი TANAP-ის პროექტის დაფინანსების საკითხს თვის ბოლომდე გადაწყვეტს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გაზსადენისთვის გამოყოფილი პირველი სესხი დაახლოებით 400 მილიონი დოლარი იქნება, ჯამში კი ბანკი პროეტის 800 მილიონი დოლარით დაფინანსებას განიხილავს.

მსოფლიო ბანკი პროექტის ორი მიმართულებით დაფინანსებას განიხილავს: თურქული Botas-ის და სს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ კონსორციუმით.

მანამდე მსოფლიო ბანკი პროექტის მილიარდი დოლარით დაფინანსების საკითხს განიხილავდა.

TANAP-ის პროექტის სრული ღირებულება დაახლოებით 8,6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. აქედან, 2,1 მილიარდი სავარაუდოდ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და EBRD-ის მიერ იქნება გამოყოფილი, ასევე პროექტს დაახლობით 600 მილიონით დააფინანსებს აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი (AIIB).

შეგახსენებთ, რომ ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაგრძელება იქნება თურქეთის აღმოსავლეთ საზღვართან. TANAP-ი თურქეთის დასავლეთ საზღვართან ტრანსადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება. აქედან TAP-ი გადაკვეთს საბერძნეთს და იტალიის გაზის ტრანსპორტაციის ქსელს შეუერთდება.

შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 2 მილიარდის დოლარის ინვესტიცია საქართველოში განხორციელდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day