მსოფლიო ბანკი ტრანს ანატოლიური გაზსადენის (TANAP) დაფინანსების საკითხს განიხილავს.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა სამხრეთის გაზის დერეფნის კონსორციუმის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ბანკი TANAP-ის პროექტის ორი მიმართულებით დაფინანსებას განიხილავს და ამისთვის ერთი მილიარდი დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას გეგმავს.
ასევე როგორც ცნობილია ევროპის საინვესტიციო ბანკი EIB პროექტისთვის 1,07 მილიარდის კრედიტს გამოყოფს.
ტრანს ადრიატიკული მილსადენი "სამხრეთის გაზის დერეფნის" ფარგლებში შენდეება. ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაგრძელება იქნება თურქეთის აღმოსავლეთ საზღვართან. TANAP-ი თურქეთის დასავლეთ საზღვართან ტრანსადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება. აქედან TAP-ი გადაკვეთს საბერძნეთს და იტალიის გაზის ტრანსპორტაციის ქსელს შეუერთდება.
შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 2 მილიარდის დოლარის ინვესტიცია საქართველოში განცორციელდება.