Home
Category
TV Live Menu

"მსოფლიო ბანკის კვლევა ადასტუსრებს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არის სწორი, გააზრებული, თანმიმდევრული"

58108388be484
BM.GE
26.10.16 14:18
1694
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურის განცხადებით, მსოფლიო ბანკის კვლევა „ბიზნესის კეთების“ მიმართულებით ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არის სწორი, გააზრებული და თანმიმდევრული.

„ვფიქრობ, რომ მსოფლიო ბანკის კვლევა ბიზნესის კეთების მიმართულებით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ ადასტუსრებს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არის სწორი, გააზრებული, თანმიმდევრული და ის პროგრესი, რომელიც სახეზეა, ადასტურებს, რომ განვითარების აბსოლუტურად სწორი გზაა, ინვესტორებისთვის მიმზიდველი ვხვდებით, რაც ძალიან ბევრი კარგი პროცესის დასაწყისი იქნება.
Doing Business-ის რეიტინგი არ არის მხოლოდ Doing Business-ის რეიტინგი. ძალიან ბევრი რეიტინგია და არის მათში ძალიან სერიოზული პროგრესი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგა“,- განაცხადა ნოდარ ხადურმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day