Home
Category
TV Live Menu

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 5 წლით გაუხანგრძლივდა

57ebac6945242
BM.GE
28.09.16 15:21
958
მსოფლიო ბანკმა ხუთი წლის ვადით აღმასრულებელი პრეზიდენტი აირჩია. დირექტორთა საბჭომ ორგანიზაციის პრეზიდენტად ხუთი წლის ვადით კვლავ კორეული წარმოშობის ამერიკელი ჯიმ ენ კიმი დატოვა.

მანამდე ის დარტმუტსკის კოლეჯის ხელმძღვანელად მუშაობდა და ჰქონდა ექსპერტის სტატუსი ჯანდაცვის სფეროში. კიმი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა. იგი ბანკის აღმასრულებელი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ერთხმად იქნა არჩეული მომავალი ხუთი წლის ვადით და ახალი პრეზიდენტი თავისი ვალდებულებების შესრულებას 2017 წლის 1 ივლისიდან დაიწყებს.

მსოფლიო ბანკი და სერთაშორისო სავალუტო ფონდი ბრენტონ–ვუდსის კონფერენციაზე 1944 წელს შეიქმნა. ამ ინსტიტუტების პირველადი ფუნქცია ომის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო ვაჭრობის მართვა იყო. მსოფლიო ბანკის საბჭო 25 წევრისაგან შედგება.

დადგენილი წესით, ბანკის ყველა 187 წევრ-ქვეყნას უფლება აქვს პრეზიდენტობის პოსტზე თავისი კანდიდატი წარადგინოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day