Home
Category
TV Live Menu

"მსოფლიო ბანკმა კიდევ ერთხელ აღიარა საქართველო, როგორც ბიზნესის ხელშემწყობი ქვეყანა"

581053e6bc419
BM.GE
26.10.16 10:50
1008
მსოფლიო ბანკმა კიდევ ერთხელ აღიარა საქართველო, როგორც ბიზნესის ხელშემწყობი ქვეყანა და ის, რომ ჩვენ გავატარეთ ისეთი რეფორმები, როგორიც საშუალებას აძლევს ბიზნესს უმოკლეს ვადაში და დაბალი დანახარჯებით დაიწყონ და განავითარონ ბიზნესი,- ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის კანცელარიაში სპეციალურ ბრიფინზე განაცხადა, სადაც მსოფლიო ბანკის 2017 წლის ანგარიში და Doing Business-ში საქართველოს გაუმჯობესებულ მაჩვენებელზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების რეიტინგი უნიკალურია იმით, რომ ის ემყარება მხოლოდ ობიექტურ და ყოველმხრივ გადამოწმებულ მონაცემებს და ზუსტად ასახავს თუ, რას აკეთებს მთავრობა, რომ ბიზნესს მუშაობა გაუადვილოს.

„მინდა სასიხარულო ინფორმაცია გაცნობოთ. მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშით, DOING BUSINESS-ის ბოლო ანგარიშით, საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. ნაცვლად შარშანდელი 23-ე ადგილისა, ჩვენ მე-16 ადგილზე გადავინაცვლეთ. აქვე განვმარტავ, დაბნეულობა რომ არ გამოიწვიოს, რადგან შარშანდელი წელი ჩვენ 24-ე პოზიციით დავხურეთ. თუმცა, მოგვიანებით მსოფლიო ბანკმა თვითონ დააზუსტა რეიტინგი და 23-ე ადგილი მოგვანიჭა. ერთ წელიწადში 7 პოზიციით გავაუმჯობესეთ ჩვენი რეიტინგი, რაც ძალიან სასიხარულო ახალი ამბავია.
ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა. ჩვენს წინ მხოლოდ მაკედონია და ლატვიაა. სასიხარულოა ასევე ის ფაქტი, რომ საქართველო იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორის არის, რომლებმაც საკუთარი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.

2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო დასახელებულია როგორც რეგიონის ლიდერი ქვეყანა განხორციელებული რეფორმების კუთხით. წლევანდელი წარმატება განაპირობა საქართველოს მთავრობის კოორდინირებულმა და ეფექტურმა მუშაობამ. მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის აღიარებული 5 რეფორმით საქართველო მსოფლიოში 190 ქვეყანას შორის კვლავ 10 ტოპ რეფორმატორთა შორის არის. წინა წელთან შედარებით, 2017 წელს საქართველომ გადაასწრო ისეთ ქვეყენბს, როგორიცაა გერმანია, ირლანდია, ავსტრია, კანადა, მალაიზია, პოლონეთი, ჩეხეთი, ნიდერლანდები და ა.შ.

ასევე საქართველო 5 ინდიკატორის მიხედვით, 190 ქვეყანას შორის პირველ ათეულში შედის, ეს ინდიკატორებია: ქონების რეგისტრაცია, სადაც ჩვენ მესამე ადგილზე ვართ; კრედიტის აღება, სადაც მე-7 ადგილზე ვართ; მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა, სადაც მე-7 ადგილზე ვართ; ბიზნესის დაწყება, სადაც მე-8 ადგლზე ვართ და მშენებლობის ნებართვა, სადაც მე-8 ადგილზე ვართ.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მიხედვით, საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მესამე პოზიციაზეა და 10-დან 8 ინდიკატორში ტოპ ხუთეულშია, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემის ინდიკატორში პირველ ადგილზეა.

საქართველოს მსგავსი ეროვნული შემოსავლის მქონე 51 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა.

საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია 7 ინდიკატორში, 11კომპონენტში. ხოლო სარეიტინგო ქულა გაუმჯობესებულია 7 ინდიკატორში“,- აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშრისო აღიარება საქრათველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ეს რეფორმებია: ქონების რეგისტრაცია, სადაც გაუმჯობესდა მიწების ადმინისტრირება თბილისში, კერძოდ, კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების რუკაზე დატანით; ასევე მინორიტარულ ინვესტორთა ინტერესების დაცვა, სადაც საქართველომ გააძლიერა მცირე ინვესტორების დაცვა აქციონერთა უფლების და ინტერესის დაცვით ძირითადი კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღების დროს. ასევე ვაჭრობა საზღვრებს შორის, სადაც ელექტრონული დამუშავების სისტემის გაუმჯობესებით, შესაძლებელი გახდა ექსპორტისა და იმპორტის დოკუმენტების უფრო სწრაფად წარდგენა. ასევე, დაინერგა წინასწარი ელექტრონული დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა. გადასახადების გადახდა, ამ სფეროში საქართველომ გააუქმა მოგების გადასახადის დამატებითი დანართი და გააუმჯობესა დღგ-ს დეკლარაციების წარსადგენად გამოყენებული ონლაინ სისტემები.



Subscribe to our news

Get the main news of the day