Home
Category
TV Live Menu

"მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი" ბიზნესის დაწყებისთვის საუკეთესო ქვეყნების ათეულს აქვეყნებს - საქართველო მე-8 ადგილზეა

5821eae6a1cd8
BM.GE
08.11.16 19:06
1224
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება ვიდეო, სადაც ბიზნესის დაწყებისთვის საუკეთესო ქვეყნებია წარმოდგენილი. აღნიშნული შეფასება ეყრდნობა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგს.

ვიდეორგოლის მიხედვით, საქართველო ტოპ ათეულში მე-8 ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ირლანდიასა და სომხეთს.

ვიდეორგოლში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიზნესის კუთხით საქართველომ საკუთარი მაჩვენებელი გააუმჯობესა და 2 ადგილით დაწინაურდა.
ბიზნესის მარტივად დასაწყებად ჩამოთვლილი ქვეყნების ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ახალი ზელანდია
2. კანადა
3. ჰონგკონგი
4. მაკედონია
5. აზერბაიჯანი
6. სინგაპური
7. ავსტრალია
8. საქართველო
9. სომხეთი
10. ირლანდია

Subscribe to our news

Get the main news of the day