მოგზაურობის მოყვარულები უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგს სულ უფრო და უფრო ხშირად ამოწმებენ. ერთ-ერთ ასეთს "მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი" (World Economic Forum) ყოველწლიურად აქვეყნებს.
აღნიშნული რეიტინგის შედგენა ქვეყნებში ტერორისტული მუქარის, ძალადობის და ასევე დანაშაულის დონეს ეფუძნება და გარდა ამისა, ამა თუ იმ ქვეყანის სახიფათო სიტუაციებში პოლიციის საიმედოობას ითვალისწინებს.
"მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" რეიტინგში მონაწილე თითოეული ქვეყანა გარკვეული რაოდენობის ქულით ფასდება და რაც მეტია ქულა, მით უფრო უსაფრთხოდ ითვლება ქვეყანა.
"მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" კვლევის მიხედვით, ყველაზე უარყოფითი შედეგების და ყველაზე საშიში ქვეყნების სიაში კოლუმბია, ნიგერია, იემენის რესპუბლიკა, პაკისტანი და ვენესუელაა. გარდა ამისა, მთელი რიგი ქვეყნები, როგორიცაა ავღანეთი, ერაყი, უკრაინა, ლიბია და ჩრდილოეთ კორეა რეიტინგში საერთოდ ვერ მოხვდნენ.
"მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" მიხედვით, უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგის ათეული შემდეგია:
1. ფინეთი - 6.7
2. კატარი - 6.61
3. არაბეთის გაერთიანებული ემირატები - 6.6
4. ისლანდია - 6.5
5. ავსტრია - 6.47
6. ლუქსემბურგი - 6.46
7. ახალი ზელანდია - 6.41
8. სინგაპური - 6.4
9. ომანი - 6.38
10. პორტუგალია - 6.33