Home
Category
TV Live Menu

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ბლოკჩეინის სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელსაც ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი უხელმძღვანელებს

58258caaa89e3
BM.GE
11.11.16 13:17
1226
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბლოკჩეინის ჯგუფს უხელმძღვანელებს. სამუშაო ჯგუფი პირველ შეკრებას დუბაიში მიმდინარე კვირაში გამართავს.

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ცნობით, საბჭო ორიენტირებული იქნება ე.წ. "მმართველობით მოდელებზე", რომელიც ბლოკჩეინ სისტემას უკავშირდება. ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის ტომას ჰენდრიკის გარდა საბჭოს წევრები იქნებიან Bitfury ჯგუფის მარკეტინგისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე Bank of England-სა და Bank of China-ს ანალიტიკოსები.

ესტონეთის ყფილი პრეზიდენტი ბლოკჩინისა და ბიტკოინის ტექნოლოგიის განვითარებას ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულს უწოდებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში და აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიის პოტენციალის სრულად გამოყენებას მსოფლიო ახლა იწყებს. მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი ორიენტირებული იქნება, რათა ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით ინტერნეტ სივრცეში უსაფრთხოება გაძლიერდეს.

წყარო: coindesk.com

Subscribe to our news

Get the main news of the day