მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დღეს მსოფლიოში ჰაერის დაბიძნურების ახალი მაჩვენებელი გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში 8%-ით გაიზარდა.
კვლევა ჯამში მსოფლიოს 3000-მდე ქალაქს მოიცავს. WHO აღნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა მსოფლიოს ყველა რეგიონში მოიმატა, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია სამხრეთ-არმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის ქყვენები სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპეპზე 5-დან 10-ჯერ მაღალია.
მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევას ახლავს თან, PM10s, ანუ მტვერი, რომლებიც 2,5 მიკრონზე მცირეა ყველაზე მეტად ინდოეთშია გავრცელებული. ყველაზე დაბინძურებული ქალაქების პირველი 30-დან 16 სწორედ ინდოეთში მდებარეობს.
ასევე აღსანიშნავია, რომ საკუთარი მაჩვენებლები გაიუმჯობესა ჩინეთმა - პირველი 30 ქვეყნიდან ჩინეთის მხოლოდ ხუთია.
მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად ნიგერიის ერთ-ერთი ქალაქი სახელად, ონიტშა დასახელდა, სადაც PM10s-ის (მტვერი) ნაწილაკები ერთ კუბურ მეტრზე 600 მიკროგრამს შეადგენს, რაც ნორმაზე თითქმის 30-ჯერ მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის 1 კუბურ მეტრზე აღნიშნული ნაწილაკები ლონდონში 22-ია.
რაც შეეხება თბილისს, - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, თბილისში ერთ კუბურ მეტრზე PM10s-ის მოცულობა 55-ია, რაც WHO-ის სახელმძღვანელო პრინციპებზე მაღალი მაჩვენებელია. კიდევ ერთი მაჩვენებელი რითიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჰაერის დაბინძურებას ზომავს PM2.5s-ია, რომელიც თბილისში ერთ კუბურ მეტრზე 29-ა და ესეც ნორმაზე მაღალი მაჩვენებელია.

სტამბულში PM10-ის ამჩვენებელი 53-ია, ანკარაში 77.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს, რომ საშუალო და დაბალი შემოსავლი მქონე ქვეყნების მოქალაქეების 98% არ ცხოვრობს იმ პირობებში რომელიც ორგანიზაციის სტანდარტია, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში კი აღნიშნულმა ციფრმა 56%-მდე იკლო.