Home
Category
TV Live Menu

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ზაფხულში შავი ზღვის ტერიტორიაზე ზიკა ვირუსის გავრცელების რისკზე აცხადებს

573c7703e983c
BM.GE
18.05.16 18:05
3653
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე ზაფხულს ზიკას ვირული ევროპაშიც გავრცელდება. როგორც BBC ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, საქართველო, რუსეთი და შავი ზღვის სანაპირო ზოლი იმ ტერიტორიებში შედის, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების საფრთხეა საფრანგეთში, იტალიასა და საბერძნეთშიც, თუმცა შედარებით დაბალი.

ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს სიფრთხილე გამოიჩინონ და მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ორსულებში ინფორმაციის გავრცელებას შეუწყონ ხელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day