საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე სტატიას ავრცელებს გავლენიანი გამოცემა The Washington Post.
გამოცემის ცნობით, ცესკომ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 50% მიიღო, ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 27%.
„ორივე რეფორმისტული, პროდასავლური პარტიებია. სხვადასხვა დათვლებით კი, პრორუსული „პატრიოტთა ალიანსი“ ძალიან ახლოს იყო საარჩევნო ბარიერთან “-, წერს The Washington Post.
საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება Reuters-იც. გამოცემა ცესკოს მონაცემებს ეყრდნობა და აცხადებს, რომ მმართველი პარტია არჩევნებში იმარჯვებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა აქვს ნავთობისა და გაზის მარშრუტების კუთხით.
„საქართველო იმედოვნებს, რომ ერთ დღეს შეუერთდება ევროკავშირსა და NATO-ს, მიუხედავად იმისა, რომ ამას რუსეთი ამას ეწინააღმდეგება“,- წერს გამოცემა.
Reuters-ის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვებულად თავი ეგზიტპოლების შემდეგ გამოაცხადა. გამოცემის ცნობით, ეგზიტპოლების შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრმა პარტიის ოფისის წინ შეკრებილ აქტივისტებს გამარჯვება მიულოცა, ამის პარალელურად კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქტიცისტებს ცესკოს შენობასთან მისკვლისკენ მოუწოდეს.