ინდუსტრიის პროფესიონალების ერთმანეთთან დაკავშირება, სხვადასხვა სექტორის მოთამაშეებისთვის პირდაპირი და უშუალო საკომუნიკაციო ფორმების შექმნა, Forbes Fortune 500-ის წამყვანი კომპანიები კლიენტებად და საქართველოს მსოფლიო რუკაზე წარმოჩენის ახალი სტრატეგია - ეს ყველაფერი ჩეხურ კომპანია TBM Evolution Group-ს უკავშირდება, რომლის სათავეშიც ქართველი ახალგაზრდა თამაზ ჭოხონელიძეა. TBM-ის მთავარი ფუნქცია სხვადასხვა ბიზნეს ინსტრუმენტის გამოყენებით - ინდუსტრიისთვის ყველაზე აქტუალური კონფერენციებისა და საკომუნიკაციო ქსელების შექმნაა. TBM-ის კლიენტთა სიაში არიან - Tesla, Microsoft, Royal Dutch Shell, CoCa Cola და კიდევ ბევრი. მისმა ქართველმა ხელმძღვანელმა, პანდემიის მიუხედავად თბილისში რეგიონალური ოფისის გახსნა 2021 წელს გადაწყვიტა - ამ რისკმა გაამართლა. რა არის TBM Evolution Group და რა მიზნები აქვს კომპანიას საქართველოში - Forbes კვირა კომპანიის პარტნიორს და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს - თამაზ ჭოხონელიძეს ესაუბრა.
თამაზ ჭოხონელიძე, TBM Evolution Group, პარტნიორი