Home
Category
TV Live Menu

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ირანთან თანამშრომლობისთვის მზად არის

56f00936a6b5b
BM.GE
21.03.16 18:44
1426
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადებით, ისინი მზად არიან ირანთან ითანამშრომლონ, რათა შემდგომ ირანი ორგანიზაციაში გააწევრიანოს. მისივე თქმით, ბევრი რამ დამოკიდებულია თეირანის ქცევაზე.
 
ირანმა თავისი განზრახვის შესახებ შეტყობინება გააკეთა, რომ სურს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შეუერთდეს, რათა თავისი საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების ნორმალიზაცია მოახდინოს, -იუწყება სააგენტო Reuters-ი.

"ამჟამად ჩვენ ადრეულ ეტაპზე ვართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ კეთილი ნება უკვე არის და ეს პროცესი რაც შეიძლება მალე განვითარდება", - განაცხადა კეიპტაუნში გამართულ ბრიფინგზე რობერტო აზევედომ.

Subscribe to our news

Get the main news of the day