Home
Category
TV Live Menu

მსოფლიოს 10 ქვეყანა ყველაზე მეტი მაღალშემოსავლიანი კომპანიით

5a4392525ce15
BM.GE
27.12.17 16:27
1389
2017 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანია Walmart-ია. Fortune Global 500-ის მიხედვით, კომპანიის შემოსავალი $485 მილიონს აჭარბებს. Fortune მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიების სიას ყოველწლიურად აქვეყნებს. მიმდინარე წლის რეიტინგის სამეულში მოხვდნენ ჩინური სახელმწიფო კომპანია State Grid და Sinopec Group.

Fortune Global 500-ის მიხედვით, ყველაზე მეტი მაღალშემოსავლიანი კომპანია ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს. მიმდინარე წლის რეიტინგში ჯამში 134 ამერიკული კომპანია მოხვდა. მეორე ადგილზეა ჩინეთი 103 კომპანიით, ხოლო მესამეზე კი იაპონია 52 კომპანიით.

მსოფლიოს 10 ქვეყანა, ყველაზე მეტი მაღალშემოსავლიანი კომპანიით შემდეგია:

ამერიკის შეერთებული შტატები: 134 კომპანია
ჩინეთი: 103 კომპანია
იაპონია: 52 კომპანია
საფრანგეთი: 29 კომპანია
გერმანია: 28 კომპანია
გაერთიანებული სამეფო: 26 კომპანია
კორეის რესპუბლიკა: 15 კომპანია
ნიდერლანდების სამეფო: 12 კომპანია
ინდოეთი: 7 კომპანია
რუსეთი: 5 კომპანია

Subscribe to our news

Get the main news of the day