ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას წლიური ანაზღაურება 400 000 დოლარს შეადგენს. ამერიკაში პირველი პირის ანაზღაურება ბოლოს 2001 წელს გაიზარდა. CNNMoney-ს ინფორმაციით, 260 000 დოლარს შეადგენს კანადის პრემიერის ანაზღაურება. მესამე ადგილზე ანგელა მერკელია, რომლის წლიური ანაზღაურებაც 242 000 დოლარია, რაც დაახლოებით 218 000 ევროა. გამოცემამ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკების პირველი პირების ანაზღაურების რეიტინგი შეადგინა. გერმანიის კანცლერის ანაზღაურება მარტში 2%-ით გაიზარდა, მომდევნო მატება კი თებერვალშია დაგეგმილი.
მეოთხე ადგილზეა იაპონიის პირველი პირი, რომელიც წლიურად 241 000 დოლარს გამოიმუშავებს, მას მოსდევს სამხრეთ აფრიკა 206 600 დოლარით. სამხრეთ აფრიკის პირველი პირის ანაზღაურება ადგილობრივი კურსის დაცემის ფონზე გასულ წელს 4%-ით გაიზარდა.
მეექვსე პოზიციაზეა ფრანსუა ოლანდი, რომელიც წლიურად 198 00 დოლარს გამოიმუშავებს. საფრანგეთში პრეზიდენტის ანაზღაურება 2012 წელს 30%-ით შემცირდა.
მეშვიდე ადგილზეა ბრიტანეთი, - ტერესა მეის ანაზღაურება 186 000 დოლარს შეადგენს.
მერვე ადგილზე ვლადიმერ პუტინია 137 000 დოლარიანი ანაზღაურებით. ბოლო ორ ადგილზე კი ბრაზილიის და იტალიის პირველი პირები არიან.