გლობალური მშვიდობის ინდექსს ყოველწლიურად "მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტი" იკვლევს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მშვიდობიან და საფრთხის შემცველ ქვეყნებს შორის დისბალანსი მზარდია. მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიანმა ქვეყნებმა საკუთარი შედეგები გაიუმჯობესეს, ხოლო ნაკლებად მშვიდობიანი ქვეყნების მაჩვენებლები კი პირიქით გაუარესდა. მიმდინარე წლის რეიტინგში საქართველოს 162 ქვეყანას შორის 85-ე ადგილი უკავია, ხოლო პირველი ათეული კი შემდეგია:
1. ისლანდია
2. დანია
3. ავსტრია
4. ახალი ზელანდია
5. პორტუგალია
6. ჩეხეთის რესპუბლიკა
7. შვეიცარია
8. კანადა
9. იაპონია
10. სლოვენია
10. სლოვენია