მიუხედავად ბოლო პერიოდში გახშირებული ავიაკატასტროფებისა თვითმფრინავი მსოფლიოში ტრანსპორტირების ყველაზე უსაფრთხო საშუალებად ითვლება. გამოცემა AirlineRatings.com-მა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების 2016 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.
კომპანიები სხვადასხვა კრიტერიუმებით შეფასდა. მათ შორის იმით თუ რამდენად იცავენ ისინი საერთაშორისო რეგულაციებს, კატასტროფების რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში და უსაფრთხოების აუდიტის შედეგები.
აღნიშნულ რეიტინგში ბიუჯეტური ავიაკომპანიები არ შედიან. ათეული კი შემდეგია: ახალი ზელანდიის ავიახაზები, სინგაპურის ავიახაზები, Finnair - ფინეთის ნაციონალური ავიახაზები, Cathay Pacific, არაბული Emirates Airlines, არაბული Etihad, ტაივანური EVA Air, გერმანული ლუფთანზა, ალიასკას ავიახაზები, ავსტრალიის ავიახაზები Virgin.