სარეიტინგო კომპანიამ Oxford Economics საცხოვრებლად მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის შედგენისას გამოყენებული იყო როგორც საშუალო ანაზღაურება, ასევე საცხოვრებელ ბინებზე ხელმისაწვდომობა და სამომხმარებლო ფასები.
აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, საშუალო შემოსავლების მიხედვით, ფართო მასებისთვის, საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობა აზიის ოთხ ქვეყანაში ყველაზე მეტად შეზღუდულია. ეს ქვეყნებია: ჰონკონგი, მუმბაე, პეკინი დაშანხაი. ამ ქალაქებში 90 კვადრატული მეტრის ფართის ბინის შესაძენად 30 წელია საჭირო, - აღნიშნულია ანალიტიკური კომპანიის Oxford Economics კვლევაში.
საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგში მეხუთე პოზიციაზე ლონდონიც აღმოჩნდა. სიის პირველ ათეულში ასევე ტოკიო, სინგაპური, პარიზი, ნიუ-იორკი და სეული მოხვდნენ.
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში საცხოვრებელზე ფასების ხელმისაწვდომობა მთელი აზიის მასშტაბით უფრო ზომიერი იქნება და შესაძლებელია ზოგან ფასები დაეცეს კიდეც", - ვკითხულობთ ანგარიშში.
ამასთანავე, ანალიტიკური კომპანიის იმფორმაციით, ტოკიოსა და სეულში 8 წლის განმავლობაში მოსახლეობის შემცირებაა მოსალოდნელი, რაც საცხოვრებელზე მოთხოვნასაც შეამცირებს.