ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყანა 2018 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტს, 54 მილიარდი დოლარით ზრდის. სტოქჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, 2015 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ თავდაცვაზე და სამხედრო შეიარაღებაზე დახარჯულმა თანხამ ერთად აღებულ - ჩინეთს, რუსეთს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, საუდის არაბეთს და ინდოეთს გაუსწრო.
თუმცა, თავდაცვაზე დახარჯულ თანხას, თუკი ქვეყნის მშპ-ს შევადარებთ, პირველ ადგილს მსოფლიოში საუდს არაბეთი დაიკავებს, - რომელიც თავდაცვაზე მშპს 13,7%-ს ხარჯავს.
აშშ-ს სამხედრო შეიარაღებაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი საჰაერო ძალებს უკავია, რომლის რაოდენობაც ჩინეთისა და რუსეთისასაც უსწრებს. რუსეთს კი რაოდენობრივად მსოფლიოში ყველაზე მეტი ტანკი ჰყავს (15 000), ჩინეთს კი სამხედრო გემი (2000). თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად მაღალტექნოლოგიური და განვითარებულია.
ამასთან, აშშ ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო შეიარაღებაზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს, - ამერიკის მიერ გაწეული ხარჯები ნატოს წევრი დანარჩენი ყველა ქვეყნის ხარჯების ჯამსაც აღემატება.
ამერიკის მიერ სამხედრო შეიარაღებაზე გამოყოფილი თანხები მისი მშპ-ს 3,6%-ია, მას მოსდევს საბერძნეთი 2,4%-ით და პოლონეთი 2,1%-ით. ხუთეულში შედიან ესტონეთი და გაერთიანებული სამეფოც 2-2%-ით. მშპ-ს 1,8%-ს ხარჯავს სამხედრო შეიარაღებაზე საფრანგეთი, თურქეთი კი 1,6%-ს. ყველაზე ნაკლებს სამხედრო შეიარაღებაზე ნატოს წევრი ქვეყნებიდან კი ლუქსემბურგი, უნგრეთი და ესპანეთი ხარჯავენ, რაც მათი მშპ-ს 1%-ზე ნაკლებს შეადგენს.
წყარო: weforum.org