საავიაციო უსაფრთხოების სარეიტინგო სააგენტო Airline Ratings-მა მსოფლიოს 2023 წლის საუკეთესო ავიახაზები გამოავლინა. ავიაკომპანიების ყოველწლიური რეიტინგი სამთავრობო აუდიტისა და უსაფრთხოების თორმეტ კრიტერიუმს ეყრდნობა, მათ შორისაა: ფლოტის ასაკი, მგზავრთა მიმოხილვები, მოგებიანობა, ინვესტიციების მოცულობა, პროდუქტების შეთავაზებები და პერსონალისადმი დამოკიდებულება. Airline Ratings-ის საუკეთესო ოცდახუთეულში მოსახვედრად, აუცილებელია, ავიაკომპანია უსაფრთხოების შვიდი ვარსკვლავის შეფასებას აკმაყოფილებდეს. რომელმა ავიაკომპანიებმა დააკმაყოფილა ყველა ეს კრიტერიუმი და რომელი მათგანი დასახელდა საუკეთესოდ?