სწრაფი კვების რესტორნების ქსელი McDonald's საკვების სახლში მიტანის მობილურ სერვისს ჩაუშვებს.
CNN-ის ინფორმაციით, აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას მისცემს საკვები შეუკვეთოს და დამოუკიდებლად წამოიღოს რესტორნიდან, თუმცა შეკვეთის მიტანა ადრესანტამდე კურიერსაც შეეძლება.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნული სიახლე აშშ-ისა და საზღვარგარეთ ქვეყნების McDonald's-ის 20 000 რესტორანში მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.