მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების რეიტინგში საფრანგეთმა დიდი ბრიტანეთს გაუსწრო. Reuters წერს, რომ მიზეზი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფის შემდეგ გაუფასურებული ფუნტ სტერლინგი გახდა. გუშინ ფუნტის კურსი 1.17 ევროზე დაბლა დაეცა პირველად 2013 წლის შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთის მშპ 2,172 ტრილიონ ევროს ექვივალენტი იყო, რაც საფრანგეთის ოფიციალურ მშპ-ზე ნაკლებია, რომელიც 2,182 ტრილიონ ევროს შეადგენს.
დღეისათვის მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყნების რეიტინგის სათავეში შეერთებული შტატებია. მეორე ადგილზე ჩინეთია, მესამე პოზიცია იაპონიას უკავია, ხოლო მეოთხე -გერმანიას.