2008 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს უმსხვილესმა ბანკებმა დარღვევებისთვის $321 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადეს, მათ შორის ფულის გათეთრებისთვის, სავალუტო ბაზარზე მანიპულირებასა და ტერორიზმის დაფინანსებისთვის, - Boston Consulting Group-ის ინფორმაციზე დაყრდნობით წერს Bloomberg.
ანალიტიკოსების აზრით, უახლოეს წლებში ეს თანხა გაიზრდება, რადგან ევროპისა და აზიის მარეგულირებლები უფრო აგრესიული აშშ-ის მარეგულირებლიდან იღებენ მაგალითს.
2016 წელს მსოფლიო ბანკები 42 მილიარდი აშშ დოლარით დაჯარიმდნენ, რაც წინა წელთან შედარებით 68%-ით მეტია.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსოფლიო ბანკებმა თავიანთი დანაკარგი აქამდე ვერ ამოიღეს.