Home
Category
TV Live Menu

მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველო მესამე ადგილზეა

57c54d0313d4f
BM.GE
30.08.16 13:05
1169
მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველო მესამე ადგილზეა. Numbeo-ს რეიტინგის მიხედვით, რომელიც მსოფლიოს 118 ქვეყანას მოიცავს, მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა სამხრეთ კორეაა, მეორე ადგილზე კი სინგაპურია.

საქართველოში დანაშაულის ინდექსი 19.26, უსაფრთხოების ინდექსი კი 80.74-ია.

„დანაშაულის ინდექსში“ უკრაინა 43-ეა, თურქეთი - 75-ე, რუსეთი - 50-ე, აზერბაიჯანი - 95-ე, სომხეთი კი 99-ე პოზიციაზეა.

ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ათეული კი შემდეგია:

სამხრეთ კორეა
სინგაპური
საქართველო
ტაივანი
იაპონია
ჰონკონგი
კატარი
ავსტრია
არაბეთის გაერთიანებული საემიროები
დანია

Subscribe to our news

Get the main news of the day