Home
Category
TV Live Menu

მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქები

586112c75f71d
BM.GE
26.12.16 16:17
1028
კომერციული ბიზნეს ინფორმაციის პროვაიდერის, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ორგანიზაციის Economist Intelligence Uni-ის მიერ მსოფლიოს ყველაზე განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი და სოციალურად სტაბილური ქვეყნების სია გამოქვეყნდა.

EIU-ის ანალიტიკოსების ყურადღება მსოფლიოს 130 ქალაქმა მიიქცია. სია ფასების 400 სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, მათ შორის, ძირითადი საკვების ღირებულების, საცხოვრებელი და საწვავზე გაწეული ხარჯების, პირობების, სამგზავრო, სამედიცინო და სხვადასხვა მომსახურეობის ანალიზის საფუძველზეა შედგენილი. EIU-ის შეფასებით, ასეთი მეგაპოლისების მაცხოვრებლები დიდი ხარჯებით გამოირჩევიან.

აღნიშნული რეიტინგის ათეულის სათავეში სინგაპურია. ქალაქი, რომელიც ბოლო 50 წლის მანძილზე საოცრად განვითარდა, გეოგრაფიულმა მდებარეობამ კი ხელი შეუწყო, რომ ქალაქის ნავსადგური მსოფლიოს ყველაზე დიდი თუ არა, ყველაზე დატვირთული პორტი გამხდარიყო. სინგაპური მსოფლიოში ყველაზე გამწვანებულ და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქად არის აღიარებული. დანიის დედაქალაქმა კოპენჰაგენმა კი სიის ათეული დახურა. საერთაშორისო ორგანიზაცია EIU-ის მიერ შედგენილი მსოფლიოს უძვირესი ქალაქების ჩამონათვალი ასეთია:

1. სინგაპური
2. პარიზი
3. ოსლო
4. ციურიხი
5. სიდნეი
6. კარაკასი
7. ტოკიო
8. ჟენევა
9. მელბურნი
10. კოპენჰაგენი

Subscribe to our news

Get the main news of the day