Home
Category
TV Live Menu

მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა 400-მა ადამიანმა 127 მილიარდი დოლარი დაკარგა

57726ce47959e
BM.GE
28.06.16 16:23
1016
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის მოულოდნელი შედეგების გამო, მსოფლიოს 400-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა 127,4 მლრდ დოლარი დაკარგეს. როგორც Bloomberg-ი წერს, ბრიტანელების გადაწყვეტილების გამო გლობალურ ბირჟებზე რყევები დაფიქსირდა, რამაც ზოგიერთი აქციის გაუფასურება გამოიწვია. Brexit-ის შედეგად ყველაზე მეტი ზარალი ნახა ევროპელმა ბიზნესმენმა ამანსიო ორტეგამ, საუბარია 6 მლრდ დოლარზე. Brexit-ის გამო მილიარდზე მეტით იზარალა ბილ გეიტსმა, ჯეფ ბეზოსმა და დიდ ბრიტანეთში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა – ჯერალდ კავენდიშ გროსვენორმა.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნიის დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის 52%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმის შედეგების გაუქმებასა და ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, შესაბამის პეტიციაზე 2 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ხელი უკვე მოაწერა.

Subscribe to our news

Get the main news of the day