Home
Category
TV Live Menu

მსოფლიოში ნავთობის მოპოვებამ 8 წლიან მაქსიმუმს მიაღწია

573478e257444
BM.GE
12.05.16 16:35
1033
OPEC-ის ქვეყნების მიერ აპრილში ნავთობის მოპოვების რადენობამ 2008 წლის მაქსიმუმს მიაღწია. გასულ თვეს, ნავთობმომპოვებელმა ქვეყნებმა ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 330 000 ბარელით გაზარდეს 32 მილიონ ბარელამდე, რაც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ენერგეტიკის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, აპრილში ირანმა ნავთობის მოპოვება 2011 წლის ნიშნულამდე გაზარდა და მან დღე-ღამეში 3,6 მილიონი ბარელი შეადგინა. ნავთობის მოპოვება გაიზარდა ნიგერიაში, ერაყსა და ქუვეითში.

საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვებამ დღე-ღამეში საშუალოდ 10,2 მილიონი ბარელი შეადგინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day