მსოფლიოში პირველმა მზის ენერგიაზე მომუშავე აეროპორტმა ელექტროენერგიის საფასურის გადახდა შეწყვიტა.
აეროპორტი ინდოეთში მდებარეობს.
აეროპორტში მზის პანელების დამონტაჟება პირველად სამი წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად მზის პანელები ტერმინალების სიახლოვეს დამონტაჟდა. გასულ წელს, კი გერმანული კომპანიის შესრულებით, პანელები აეროპორტის ტერიტორიაზე, თავისუფალ მიწაზე დამონტაჟდა. მათ მუშაობა აგვისტოში დაიწყეს, რის შემდეგაც აეროპორტი მსოფლიოში პირველი გახდა, რომელიც სრულად დამოკიდებულია მზის ენერგიაზე.
აეროპორტი ინდოეთში სიდიდთ მეშევიდეა. CNNMoney წერს, რომ ათიათასობით პანელი დღეში საშუალოდ 50 000 კილოვატი ელექტროენერგიის წარმოებას ახდენს, რომელსაც აეროპორტი მოიხმარს.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 9,3 მილიონი დოლარია.