სტატისტიკური პორტალი Statica მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების სიას აქვეყნებს. სტატია 2017 წლის 7 აპრილის მონაცემებს ეფუძნება.
სიის სათავეშია ამერიკული Apple, რომლის საბაზრო ღირებულება 752 მილიარდი დოლარია. შემდეგ მოდის Alphabet 579.5 მილიარდი დოლარით. მესამე ადგილს იკავებს Microsoft. მისი საბაზრო ღირებულება აპრილისთვის 507.5 მილიარდი დოლარი იყო.
ხუთეულში შედის Amazon.com და Berkshire Hathaway 427 და 409.9 მილიარდი დოლარიანი საბაზრო ღირებულებით.