მსოფლიოს ორი უმსხვილესი გიგანტი კომპანია Apple და Samsung მომხმარებლებს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ სმარტფონებს სთავაზობს, თუმცა მათი ფასი უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომია და მათ მილიონობით ადამიანი ფლობს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი გსურთ ყველასაგან განსხვავებულ და უფრო ძვირადღრებულ მობილურ ტელეფონს ფლობდეთ, თქვენთვის პრემიუმ-კლასის მოდელები არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლუქს კლასის სმარტფონი Lamborghini Mobile-ია, რომლის ღირებულებაც 6000 დოლარია. Lamborghini Mobile-ს გენერალური დირექტორის ბობ ჰატეფის თქმით, ლუქს კლასის მოწყობილობები აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ ისინი მათ მფლობელებს გამორჩეულებად ყოფნის საშუალებას აძლევს.
რამდენად გიღირთ საკუთარი პირადულობა და რამდენად წუხხართ იმაზე, რომ თქვენი სატელეფონო ზარები და ტექსტური შეტყობინებები სხვათა დაკვირვების ქვეშაა? თუკი ორივე კითხვაზე თქვენი პასუხია - „ძალიან ძვირად“, მაშინ სავარაუდოდ დაგაინტერესებთ ისრაელის სტარტაპის, Sirin Labs-ის მიერ გამოშვებული პირველი სმარტფონი the Solarin-ი. მოწყობილობა ტიტანით დაფარული Android გაჯეტია, რომელიც თავის თავში აერთიანებს ჩვეულებრივ Android მოწყობილობასა და უსაფრთხო, დაბლოკილ საკომუნიკაციო ხელსაწყოს. მისი ფასი 14 ათასი ამერიკული დოლარია. სმარტფონის დიზაინი პრესონალური მონაცემების საიმედოდ დაცვას უზრუნველყოფს. სისტემის მუშაობის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: ერთი შეხედვით, ის ულტრა-მასკულინური Android სმარტფონია და ისე გამოიყურება, თითქოს სპეციალურად იყოს შემქნილი ჯაშუშების თემატიკის რომელიმე ფილმისათვის. თუმცა, თუკი თქვენ გადართავთ სმარტფონის უკან არსებულ ციმციმას, მოწყობილობა უსაფრთხო რეჟიმში ამუშავდება. ამ რეჟიმში, გათიშულია ყველა ძირითადი სენსორი. ზარები და ტექსტური შეტყობინებები კი დაშიფრულია. მათი წაკითხვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სხვა სანდო მოწყობილობებით, რომლებზეც დაყენებულია Solarin Friend აპლიკაცია.
კიდევ ერთი სმარტფონი, რომელიც თქვენს სიმდიდრეს გაუსვამს ხაზს კომპანია Gresso-მ შექმნა. ამ მოდელის კორპუსის შექმნისას გამოყენებული იყო ზემდგრადი აფრიკული შავი 200 წლის ხე, რომლის გამოყენებაც თავისებური სავიზიტო ბარათი გახდა Gresso-ს მობილური ტელეფონებისთვის. გარდა ამისა, სიახლეში ელეგანტურადაა გამოყენებული შავი და თეთრი ბრილიანტები, აგრეთვე 18-კარატიანი ოქრო და პლატინა, ხოლო ყველაზე მსხვილი შავი ბრილიანტი, რომელიც 2 კარატს იწონის, წინა პანელზე ღილაკს ალამაზებს, რომელიც თეთრ ბრილიანტებსა და ვარდისფერ ოქროშია ჩასმული.