Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი 13-წლიან მაქსიმუმზეა - რა გავლენა აქვს ბაზარზე?

BM.GE
31.10.22 12:43
126
საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა პირუქტვის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ საქონლის ადგილობრივი ექსპორტიდან 30,672 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც არათუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, არამედ ბოლო 13 წლის მონაცემებს აღემატება. 2009 წლის 9 თვეში ქვეყნიდან 12,408 მლნ დოლარის ღირებულების ცოცხალი პირუქტყვი გაიყვანეს, 2021 წელს კი 20,066 მლნ დოლარის. რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, წლების განმავლობაში ქართული პირუტყვი ძირითადად მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანსა და სომხეთში გადიოდა. ქართული საქონელი ხვდებოდა ერაყის, ირანის, იორდანიის, ეგვიპტის, ქუვეითისა და ლიბანის ბაზრებზეც. 
2022 წლის 9 თვეში კი საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში:
  • ერაყი - 22,528 მლნ დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 13,849 მლნ დოლარი;
  • იორდანია - 1,897 მლნ დოლარი;
  • ეგვიპტე - 688 ათასი დოლარი;
  • ირანი - 382 ათასი დოლარი;
  • სომხეთი - 327 ათასი დოლარი.

რა გავლენას ახდენს ადგილობრივ ბაზარზე ექსპორტის ზრდა?

სტუმარი: ბექა გონაშვილი - მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე;

Subscribe to our news

Get the main news of the day