Home
Category
TV Live Menu

მსხვილი ბერძნული ჰოლდინგი Mouzenidis Group-ი საქართველოში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს

59ad558155bb8
BM.GE
04.09.17 17:28
914
მსხვილი ბერძნული ჰოლდინგი Mouzenidis Group-ი, რომელიც, ძირითადად, ტურიზმის, ლოგისტიკისა და გადაზიდვების სფეროში ოპერირებს, საქართველოში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ ჰოლდინგის პრეზიდენტმა და ავიაკომპანია ELLINAIR-ის მფლობელმა ბორის მუზენიდისმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

ბიზნესმენი, ძირითადად, საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებითა და ლოგისტიკური ცენტრების შექმნით არის დაინტერესებული, ასევე, სასტუმრო სექტორში შემოსვლას განიხილავს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,  შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდის პოზიტიურ ტენდენციას, ასევე ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხს.

განსაკუთრებით აღინიშნა ის პოტენციალი, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით არსებობს.
ტურისტულ კომპანია Mouzenidis Group-ს 18 ქვეყანაში 80-ზე მეტი წარმომადგენლობა ჰყავს. ავიაკომპანია ELLINAIR-ი რეისებსევროპის 12 ქვეყანაში ასრულებს, საქართველოში კი კუნძულ კრეტადან და თესალონიკიდან დაფრინავს. მსხვილი ბერძნული ჰოლდინგის მფლობელი, საქართველოში დაბადებული ბიზნესმენი ბორის მუზენიდისი, თბილისის შემდეგ, გუდაურსა და ბათუმში სტუმრობასაც გეგმავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day