Home
Category
TV Live Menu
Loading data...

MTA - მთის კურორტების განვითარების კომპანიას ახალი სახელი აქვს

BM.GE
22.10.21 20:13
454
მართალია, მთავრობის ეკონომიკური გუნდი გაზაფხულის ბოლოს ტურიზმიდან შემოსავლების 50%-ზე მეტად აღდგენას პროგნოზირებდა, მაგრამ პანდემიის მეოთხე ტალღამ, რომელიც ზაფხულში გვქონდა, მთავრობის ოპტიმიზმი დააკორექტირა... ახლა ფსონი ზამთრის ტურისტულ სეზონზეა - თან რამდენით აღდგება წელს ტურიზმიდან შემოსავლები დამოკიდებულია არა მხოლოდ თოვლზე, არამედ ეპიდვითრებაზე - ამირან გამყრელიძემ კი უკვე გვითხრა, რომ მეხუთე ტალღამ უკვე მოგვაგნო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთის კურორტებზე საბაგიროების უსაფრთხო ოპერირებისათვის შემუშავებული რეგულაციების გადახედვის საკითხი დააყენა, რომელიც საბჭომ მოიწონა.

ახალი რეგულაციებით, დახურულ საბაგირო გონდოლათი, რომელშიც 10 ადამიანი ეტევა, მხოლოდ 8 მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი, რაც რიგ შემთხვევებში გაორმაგებული რაოდენობაც არის. ღია ტიპის საბაგიროები ფუნქციონირებას სრული დატვირთვით შეძლებენ და აქ შეზღუდვები სრულად მოიხსნება.

ამავე დროს, უფრო ინტენსიურად მოხდება უშუალოდ საბაგიროთა და მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია, ასევე იმოქმედებს დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების რეგულაცია. რაც შეეხება ღია სავარძლის ტიპის საბაგიროებს, მათ ახალი რეგულაციები არ შეეხება. ამის მიუხედავად, ორივე ტიპის საბაგიროებით მგზავრობის პროცესს მკაცრი მონიტორინგი ჩაუტარდება.

მთავრობის მოლოდინია, რომ ეს რეგულაციები საქართველოს მთის კურორტებზე კორონავირუსისგან უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს და მეტ შიდა და საერთაშორისო ვიზიტორს მოიზიდავს. მგზავრთა გამტარუნარიანობა უნდა გაიზარდოს ღია და დახურული ტიპის საბაგიროებზეც.

თუმცა რეგულაციები არ არის ერთადერთი განახლება, რაც მთის კურორტებს შეეხება - როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ჩანს - მთის კურორტების განვითარების კომპანიას სახელი ეცვლება




Subscribe to our news

Get the main news of the day