Home
Category
TV Live Menu

მთავრობა 177 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცემს

57bd4b5ca1405
BM.GE
24.08.16 11:10
943
მთავრობა კიდევ 177 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცემს და ისინი საკუთარ ჭერქვეშ იცხოვრებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დევნილები სახლებს თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ხონსა და ხაშურში მიიღებენ.

2012 წლის შემდეგ, 12 500-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და პროცესი, დევნილთა და ეკონომიკის სამინისტროების ხელმძღვანელობით, გაგრძელდება.

„დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი მოვალეობაა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day